1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო -მამუკა ხაზარაძე
კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო -მამუკა ხაზარაძე

კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამორალური სახე მიიღო -მამუკა ხაზარაძე

80
0

კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით წერს.

როგორც მან აღნიშნა, კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, „ამორალური სახე მიიღო“.

„ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი შემადგენელი. “ლელო” დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს.

კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.