კუნძულ “ზმეინიზე” დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა
211
0
უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის განცხადებით, კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული 30 ჯარისკაცი რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა.
დიმიტრო ლუბინეცმა დაადასტურა, რომ კუნძულ ‘ზმეინიზე“ დაკავებული 30 სამხედრო უკვე უკრიანის ტერიტორიაზე იმყოფება.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების გასათავისუფლებლად მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ დროებით ოკუპირებული კუნძული „ზმეინი“ მიმდინარე წლის ივლისში დაიბრუნეს.