„ხარკოვზე რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 59-ს აღწევს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსულმა ძალებმა დარტყმები საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ობიექტები.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება