1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ” – მეუფე იაკობის ევროკავშირზე
“კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ” – მეუფე იაკობის ევროკავშირზე

“კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ” – მეუფე იაკობის ევროკავშირზე

267
0

“შემოაქვთ კანონი ეხლა, ჩემ აზრს ვიტყვი, ძალიან  კარგია საზღვარგარეთიდან სამოქალაქო სექტორი როცა ფინანსდება, რა ჯობია მაგას, რომ გვყავდეს ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ეს ხომ საზოგადოების განვითარებას უფრო ხელს უწყობს, მთავრობას უფრო აფიქრებს, ჩვენც ბევრ რამეზე გვაფიქრებს და მაგაზე მეც არ მაქვს პრობლემა. შემოდის კანონი და ატყდნენ, ზოგი შეშფოთდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ვეწინააღმდეგებიო. შე დალოცვილო, შენამდე რომ სხვა გენერალური მდივნები იყვნენ მივეღეთ მანამდე რა. ეხლა რომ ევროპული სახელწიფოები შფოთავენ და წუხდებიან, ხომ კარგად იციან, მანამდე ვინ გვბლოკავდა  რომ ევროკავშირისკენ არ გაგვეხედა. მივეღეთ და დღეს ხომ ამ კანონებზე საუბარი აღარ გვექნებოდა. ეხლა გვაცალეთ, ჩვენს ქვეყანას მივხედავთ.

კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ ისეთები მიგვიღონ. თავიანთ ქვეყანაში ვისაც რა უნდა ის კანონი მიიღონ და ჩვენ ქვეყანას ჩვენ თვითონ მივხედავთ. 
ჩვენ იმდენი ზრდილობა და კულტურა გვაქვს, თქვენ იმეებში არ ვერევით. თუ გვკითხავთ, რაც არ მოგვწონს გეტყვით, თუარადა არ მიგითითებთ რა. 
როგორც ეხლა ვიღაც მოვიდეს სხვა რაიონიდან და ოჯახში გითხრას როგორ უნდა მოიქცე, რა იმის საქმეა ხომ?

ეს კანონი არც გაშორებს ევროკავშირს და არც გაახლოებს, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მიგვიღებთ მიგვიღებთ, არ მიგვიღებთ, არ მიგვიღებთ. საქართველო და ერთის და მეორის შემთხვევაშიც მაინც გააგრძლებს ცხოვრებას.”