1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კანონპროექტზე გამოვლენილმა არაადექვატურმა რეაქციებმა აჩვენა, რომ ლუსტრაცია მოხდა” – მაია ნიკოლეიშვილი
“კანონპროექტზე გამოვლენილმა არაადექვატურმა რეაქციებმა აჩვენა, რომ ლუსტრაცია მოხდა” – მაია ნიკოლეიშვილი

“კანონპროექტზე გამოვლენილმა არაადექვატურმა რეაქციებმა აჩვენა, რომ ლუსტრაცია მოხდა” – მაია ნიკოლეიშვილი

349
0

სამოქალაქო სექტორის „აღელვებული“ ნაწილი სახელმწიფოა სახელმწიფოში, სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ „გამჭვირვალობის“ სახელით შემოსული კანონპროექტი პოლიტიკური ცოფის ვირუსის ელვისებურად გავრცელების მიზეზი და საბაბი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, დომინოს პრინციპით, ამ სქემაში ფინანსურად და იდეოლოგიურად მონაწილე, უცხოელ დამფინანსებლებსა და „მმართველებს“ შორის, – ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კანონპროექტის განხილვამ უკვე მოახდინა სრული ლუსტრაცია, გამოაჩინა უცხოეთიდან მიღებული „ხელოვნური პოლიტიკური კვების“ სქემა, რომელიც მუშაობს ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილე და დაფინანსებულ, ბევრ პატიოსან მეცნიერს და პედაგოგს მხოლოდ დამფინანსებლის მიმართ გულწრფელი მადლიერება და ერთგულება ამოძრავებს.

 

„ – რამ გააცოფა ქალი-დეპუტატები, რატომ დაკარგეს სახე?!

– რატომ აიფოფრა კლასის დამრიგებელი კელი?

– უმოკლეს დროში, რატომ ჰქონდა რისხვის რეაქცია ნედ პრაისს, ციცქნა ქვეყნის, საქართველოს, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გატანილი კანონპროექტის გამო?!

– რატომ აბობოქრდნენ ელჩები?!

– რა ხდება?! ესაა აქილევსის ქუსლი? როგორ? რა ფორმით?!

სახელმწიფოში სახელმწიფო გვაქვს შექმნილი: სახელმწიფო ბიუჯეტის პარალელურად, რომელიც საჯარო სამსახურის თანამშრომლებს, პენსიონერებს აფინანსებს, ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ა.შ., არსებობს მეორე, „მასკირებული“ ბიუჯეტი. „მეორე ბიუჯეტი“ ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია, სხვა ქვეყნებიდან ე.წ. სამოქალაქო სექტორში „ჩასხმული“ მილიონობით დოლარია. ამ სექტორის დიდი ნაწილი წმინდა წყლის ოპოზიციური პოლიტიკური დესტრუქციის შემადგენელი ნაწილია და პირიქით: მილიონიანი გრანტებით ფორმალურად ფინანსდება ორგანიზაციები, მაგრამ, თუ ეს გამჭვირვალე გახდება, გამოჩნდება, რომ ე.წ. „მკვდარი სულების“ მექანიზმით, ჰონორარები ეძლევა ოპოზიციური მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს, ფინანსდება დესტრუქცია, არეულობა, ხმაური, გენდერთან დაკავშირებული პროვოკაციული აქტივობები, ყვირილი, სტვენა, ღრენა, კბენა და ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობები, ხელისუფლების შეცვლის მცდელობები.

 

მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურის მუშაკთა ხელფასებს და პრემიებს.

ფარული ბიუჯეტიდან, ათწლეულებია, ფინანსდებიან სასწავლო ინსტიტუტებში მომუშავე ოპოზიციური აზრის ადეპტები, ახალგაზრდობის დესტრუქციული აქტივობა, ანალიტიკური ორგანიზაციების აქტივობები, ამის პარალელურად, კი, თვით პატივცემულ მხცოვან მეცნიერთა ჰონორარები, რომელთა ხმა და პროტესტიც, სამწუხაროდ, დესტრუქციული ძალების წისქვილზე დაესხა დღეის რიცხვით. სამოქალაქო სექტორის „აღელვებული“ ნაწილი სახელმწიფოა სახელმწიფოში, სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

არაა ძნელი მისახვედრი, რომ „გამჭვირვალობის“ სახელით შემოსული კანონპროექტი პოლიტიკური ცოფის ვირუსის ელვისებურად გავრცელების მიზეზი და საბაბი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, დომინოს პრინციპით, ამ სქემაში ფინანსურად და იდეოლოგიურად მონაწილე, უცხოელ დამფინანსებლებსა და „მმართველებს“ შორის.

 

კანონპროექტის განხილვამ უკვე მოახდინა სრული ლუსტრაცია, გამოაჩინა უცხოეთიდან მიღებული „ხელოვნური პოლიტიკური კვების“ სქემა, რომელიც მუშაობს ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილე და დაფინანსებულ, ბევრ პატიოსან მეცნიერს და პედაგოგს მხოლოდ დამფინანსებლის მიმართ გულწრფელი მადლიერება და ერთგულება ამოძრავებს.

სწორედ ამ ბინძურმა სქემებმა მოახდინა სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია საქართველოში და გააუფასურა სამოქალაქო სექტორის რეალურად სუფთა და აუცილებელი მისია. ჩვენ აისბერგის წვერს ვხედავთ, მხოლოდ, რომელიც გაშიშვლდა. საზოგადოების რამხელა სეგმენტი შეიძლება ფინანსდებოდეს ამ გზით, ძნელი მისახვედრი არ არის, სახელმწიფო სტრუქტურების შუა რგოლში და არჩევით ორგანოებში „მიმთბარი“, რამდენი პირი ზის პარალელურ დაფინანსებაზე, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ამ მასშტაბური სქემის ფონზე, „კეზერაშვილის დაფინანსება“ ღიმილის მომგვრელია. კანონპროექტზე გამოვლენილმა არაადექვატურმა რეაქციებმა აჩვენა, რომ ლუსტრაცია მოხდა. ჯერი გამოძიებაზეა“, – წერს მაია ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.