კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება

54
0
კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.
„თბილისის მერს კახა კალაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც, რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.