1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის -ანა ბუჩუკური
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის -ანა ბუჩუკური

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის -ანა ბუჩუკური

295
0

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე მკაფიო უარი თქვა, თუმცა მისმა საერთაშორისო ინტერვიუებმა მისი მკვეთრი პოზიცია ცოტა ბუნდოვანი გახადა. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ეს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება. არ მსიამოვნებს, რომ ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი ჰყავდა, რომელიც დანაშაულებთან არის კავშირში, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტია, დეპუტატი თუ ასე შემდეგ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ კანონის უზენაესობას უნდა შევეჩვიოთ – კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედეთ. არცერთ პატიმარს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ სასამართლოს სხდომაზე ყველაზე და ყველაფერზე იჭორაოს, სისხლის სამართლის საქმის გარდა. იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზე თავს იმართლებდეს, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, ხელისუფლება საათობით დროს აძლევს, რომ პარტიული კამპანია და თათბირები ატაროს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.