იტალიის ალპებში მთიდან გიგანტური ყინული მოწყდა
388
0
ჩრდილოეთ იტალიაში, მთა მარმოლადადან, ყინულის მასა ჩამოიშალა და მოლაშქრეები იმსხვერპლა. სულ, ხუთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, – წერს Al Jazeera.
ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მოლაშქრე იყო მთაზე და რამდენი მიიჩნევა დაკარგულად, ჯერ არ არსებობს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოში ვერტმფრენები და ძაღლები ჩართეს.
დაშავებული რვა ადამიანიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.