ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო
იერუსალიმში ქნესეთის მახლობლად ათასობით დემონსტრანტი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა. რითაც ისრაელში ოთხდღიანი საპროტესტო აქცია დაიწყო.
ამის შესახებ The Times of Israel -ი წერს.
პროტესტის ორგანიზატორებმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს, ასევე ისრაელში ვადამდელი არჩევნების ჩატარება და 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ღაზაში ჰამასის 130 მძევლის გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მოითხოვეს.
BBC-ის ცნობით, ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომლის შვილიც ამჟამად ისრაელის არმიაში მსახურობს და ღაზის სექტორში იმყოფება, ნეთანიაჰუს მიმართა
”დილის რვა საათიდან აქ ვარ და მინდა ვუთხრა ნეთანიაჰუს, რომ სიამოვნებით გადავიხდი მისი პირველი კლასის ცალმხრივი ბილეთის საფასურს, რომ ის წავიდეს და აღარასდროს დაბრუნდეს. მე მინდა ვუთხრა მას, რომ წაიყვანოს ყველა ის ადამიანი, ვინც მან თავის მთავრობაში დანიშნა: ყველაზე საშინელი ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში.”
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აქციაში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მედია კი ათიათასობით ადამიანის შეკრების შესახებ იუწყება.