1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

388
0

ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აარონ ჰალივმა თანამდებობა დატოვა და პასუხისმგებლობა აიღო იმ შეცდომებზე, რამაც ჰამასს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის საშუალება მისცა.
გენერალ-მაიორი აარონ ჰალივა, რომელიც 38 წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში, იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე მაღალჩინოსან  მეთაურს შორის, რომელმაც თქვა, რომ ვერ განჭვრიტა და თავიდან ვერ აიცილა ყველაზე საზარელი თავდასხმა ისრაელის ისტორიაში.

„ჩემი მეთაურობით დაზვერვის სამსახურმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. მას შემდეგ დავატარებ თვირთად ამ შავ დღეს“, – წერს ჰალივა გადადგომის შესახებ წერილში.

ის თანამდებობაზე დარჩება, ვიდრე მისი შემცვლელი არ დაინიშნება. ისრაელის მედია ელოდება, რომ ღაზაში სამხედრო კამპანიის დასრულების შემდეგ სხვა მაღალი რანგის პირებიც გადადგებიან.

ისრაელის თავდაცვის მეთაურმა ჰერცი ჰალევიმ და შიდა დაზვერვის ხელმძღვანელმა რონენ ბარმა აიღეს პასუხისმგებლობა თავდასხმის შემდეგ, მაგრამ დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე,  ღაზაში ომის დასრულებამდე.