1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნეტგაზეთისა”და “ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია- შალვა პაპუაშვილი
“ნეტგაზეთისა”და “ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია- შალვა პაპუაშვილი

“ნეტგაზეთისა”და “ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია- შალვა პაპუაშვილი

292
0

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. თუმცა, პაპუაშვილის განცხადებით, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია.

სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენი – როგორც დონორები ეძახიან – „კრიტიკული მედიის“ რეალობაა. მისი მიზანი კი რადიკალური ჯგუფებისთვის კოორდინირებული შეტევის საბაბის მიცემაა.

„გამჭვირვალობის კანონის“ არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს.

რა თქმა უნდა, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან. იმედია, ისინი მაინც შეწუხდებიან, თორემ, ცილისწამებაზე, ამ ქვეყანაში, ხომ ვერ ნახავ კაცი სამართალს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.