1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ისრაელი საერთაშორისო საზოგადოების მზარდი წნეხის მიუხედავად, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
“ისრაელი საერთაშორისო საზოგადოების მზარდი წნეხის მიუხედავად, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

“ისრაელი საერთაშორისო საზოგადოების მზარდი წნეხის მიუხედავად, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

462
0

ისრაელი საერთაშორისო საზოგადოების მზარდი წნეხის მიუხედავად გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის რაფაჰში, – განაცხადა ისრელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის არმიის ოფიცერთა გამოსაშვებ ცერემონიაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ რაფაჰში მიმდინარე ოპერაციას დაუთმო და აღნიშნა, რომ იქ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მარცხის ტოლფასია.

„საერთაშორისო წნეხი ნამდვილად არსებობს და ის იზრდება. მაგრამ ამის ფონზე ჩვენ ვალდებული ვართ გავერთიანდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ ომის შეწყვეტის მცდელობებს. შეიარაღებული ძალები ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებენ ანკლავის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის რაფაჰშიც, რომელიც ბოლო პერიოდში დაჯგუფების დასაყრდენად იქცა. ყველა, ვინც მოგვიწოდებს რაფაჰში ოპერაციის შეწყვეტისკენ, გვეუბნება, რომ ომი წავაგოთ. ეს არ მოხდება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.