1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ირაკლი კობახიძე – 1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შედარება იყო გაკეთებული განცხადებაში, მაგრამ ქართველი ლიბერალის ბედი ასეთია – არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, შესაბამისად, ადვილია მისი აყოლიება იაფფასიან სპეკულაციებზე
ირაკლი კობახიძე – 1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შედარება იყო გაკეთებული განცხადებაში, მაგრამ ქართველი ლიბერალის ბედი ასეთია – არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, შესაბამისად, ადვილია მისი აყოლიება იაფფასიან სპეკულაციებზე

ირაკლი კობახიძე – 1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შედარება იყო გაკეთებული განცხადებაში, მაგრამ ქართველი ლიბერალის ბედი ასეთია – არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, შესაბამისად, ადვილია მისი აყოლიება იაფფასიან სპეკულაციებზე

382
0

1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შედარება იყო გაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში, 9 აპრილს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რატომ არ იყო კონკრეტულად რუსეთ ნახსენები განცხადებაში და აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაციებს მხოლოდ ფსევდოლიბერალი შეიძლება აჰყვეს.

„ქართველები, შეიძლება ზოგადად ემოციურები ვართ, მაგრამ აქ არ იყო საქმე ქართველების ემოციასთან, აქ საქმე გვქონდა იმასთან, რომ ქართველი ლიბერალი, ისევე, როგორც ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე. რაც შეეხება 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებას, რატომ არ იყო სიტყვა რუსული ნახსენები, ერთი, რომ ეს იყო არა რუსული ჯარი, როგორც ასეთი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის ისეთი რესპუბლიკების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევიან. იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუა აზიელები და ა.შ. საბჭოთა კავშირი იყო. ამას თავი დავანებოთ, რატომ არ იყო რაღაც კონკრეტული სიტყვა რელევანტური, მაგრამ აქ მთავარი რა იყო იმ ტექსტში, რომელიც იყო მოცემული. სულ იყო სამი აბზაცი. საუბარი იყო უცხოურ ძალაზე და შედარება იყო გაკეთებული. მარტივად რომ შევაჯამოთ ტექსტი, უცხოურმა ძალამ გააკეთა ეს 1989 წლის 9 აპრილს და ახლაც უცხოური ძალა აკეთებს ამას დღევანდელ დღეს 36 წლის თავზე. 1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს შედარება იყო გაკეთებული. აქ არც ერთ შემთხვევაში ეწერა, რომელი იყო უცხოური ძალა და არც მეორე შემთხვევაში, ამიტომ მხოლოდ ლიბერალი, ანუ ფსევდოლიბერალი შეიძლება აჰყვეს ასეთ რიტორიკას. თუ არ გაქვს შეზღუდული გონება, ასეთ რაღაცას არ აჰყვები, მაგრამ ქართველი ლიბერალის ბედი არის ასეთი – არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, შესაბამისად, ადვილია მისი აყოლიება რაღაც იაფფასიან სპეკულაციებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.