1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცის როგორ წარიმართება მსოფლიოში პროცესები, ყველა ცდილობს მოიპოვოს მეტი წონა და ამისთვის იყენებენ კოლექტიურ გვარამიებს” – ვოლსკი
,,იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცის როგორ წარიმართება მსოფლიოში პროცესები, ყველა ცდილობს მოიპოვოს მეტი წონა და ამისთვის იყენებენ კოლექტიურ გვარამიებს” – ვოლსკი

,,იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცის როგორ წარიმართება მსოფლიოში პროცესები, ყველა ცდილობს მოიპოვოს მეტი წონა და ამისთვის იყენებენ კოლექტიურ გვარამიებს” – ვოლსკი

135
0

მოძველდა ეგ ფორმულა, იცით რა, ისინი მიდიან, ელაპარაკებიან, თქვენ არ ელაპარაკებით. ვინც დასჭირდებათ ის იქნება მათი მოკავშირე. სულ არ ჩაუშვებენ იმ გვარამიას იქ. გვარამია კი არ მართავს სიტუაციას, გვარამია მარიონეტიa ამ შემთხვევაში. გვარამიაა ყურმოჭრილი, ცალ ფეხზე მდგომი. უკაცრავად, გვარამიები, პირადად გვარამიაზე არ ვლაპარაკობ, პიროვნებაზე. ეს არის მათთვის სათამაშო მექანიზმი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც გვარამია-ჯაფარიძის ევროპარლამენტში შეხვედრებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცის როგორ წარიმართება მსოფლიოში პროცესები, ყველა ცდილობს მოიპოვოს მეტი წონა და ამისთვის იყენებენ კოლექტიურ გვარამიებს.

„ფაქტია, რომ ძველი გამოწვევები ნელ-ნელა იცვლება ახალი ტენდენციებით. ჩვენ ჯერ კიდევ გზაგასაყარზე ვართ ომისა და მშვიდობის. არავინ იცის ეს პროცესი როგორ განვითარდება.

რეალურად, მსოფლიოში როგორ წავა პროცესები, ეგ ჯერ არავინ იცის. აქედან გამომდინარე ყველა ცდილობს, სანამ მაგიდასთან დასხდებიან ერთად, ყველა ცდილობს დაითრიოს ის მექანიზმი, რომლითაც ხვალ მათი პოზიცია, მათი წონა მეტი იქნება და აი ამ მექანიზმების ერთ-ერთი მექანიზმები უშველებელი რესურსით, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გათავისებული არ გვაქვს, არის საქართველო. საქართველოს დათრევაზე მიდის ლაპარაკი და ამ დათრევის მთავარი მექანიზმი არის გვარამია, ბოკუჩავა, ჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილი და ეს შემადგენლობა, რომელსაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.