![ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა](https://gttv.ge/wp-content/uploads/2024/02/screenshot_2-2.jpg)
ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა
978
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა