1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა
იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა

იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა

420
0

„გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„იმ უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც სახალხო დამცველს აქვს და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან რთულია, მან რეალურად გააკონტროლოს რამე ქვეყანაში. ჩვენ ვერავის ვენდობით, მაგრამ გადავწყვიტეთ, უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცეთ ამ პროცესში და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამიტომ, „გირჩის“ სახელით სახალხო დამცველად წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ჩვენს კოლეგებს ყველა პარტიიდან გთხოვთ მხარდაჭერას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

 

მისი თქმით, საქართველო უნდა წავიდეს ამერიკული მიმართულებით, სასამართლო უნდა გახდეს უკეთესი, სადაც დღის წესრიგში არ დადაგება მისი ობიექტურობა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლიც, თავისთავად, ნელ-ნელა შემცირდება.

 

„ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთადერთი საქმისთვის გვჭირდება, ეს არის სასამართლო სისტემის კონტროლი ან სასამართლო სისტემასთან მუშაობა და პატიმრების თემაზე მუშაობა. არც ერთი სხვა თემა იმ პოლიტიკურ სიტუაციაში, რა რეალობაშიც ჩვენ ახლა ვართ, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ უნდა იყოს. რაც შეეხება ჩემს დაპირებას, ამ უწყებაში მე მხოლოდ სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები მაინტერესებს. მხოლოდ ამაზე იქნება ჩემი ყურადღება მიპყრობილი. ჩათვალეთ, რომ თუ ამირჩევთ, მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები, ლგბტ თემის, თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები და ა.შ ყველა ეს პროექტი დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.