1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია”- ნიკა გვარამია
“ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია”- ნიკა გვარამია

“ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია”- ნიკა გვარამია

641
0

მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია, მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ესაა საზოგადოება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, „საზოგადოება დღეს ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს“.

ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე „ენდიაის“ კვლევას გამოეხმაურა.

„ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ ტელევიზიით, სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ ვხედავ, NDI-ის კვლევებზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი და საერთოდ გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. ძირითადში ეს ხდება კეთილი განზრახვებით, მაგრამ, რომ არ დაგიმალოთ, მე არ მესმის ამგვარი კეთილი განზრახვების, ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს, გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა.

თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება, უკეთესად დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ და მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია, მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ესაა საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც და ყველაფერი დანარჩენიც, მაგრამ   საზოგადოება დღეს სამწუხაროდ, ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. ეს არასწორია და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ უნდა შევეშვათ ოპოზიციას და სწორად წავიკითხოთ კვლევა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.