1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი“ – შსს განცხადებას ავრცელებს

„ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი“ – შსს განცხადებას ავრცელებს

„ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი“ – შსს განცხადებას ავრცელებს
13
0

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდამსხმელს მძევლად 12 პირი ჰყავს აყვანილი. 

„თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.