1. Home
  2. TOP სიახლე
  3. H&M რუსეთის ბაზარს ტოვებს
H&M რუსეთის ბაზარს ტოვებს

H&M რუსეთის ბაზარს ტოვებს

444
0

მსოფლიოში სიდიდით მეორე ტანსაცმლის საცალო გაყიდვების შვედური ბრენდი H&M, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს –  ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

კომპანიამ რუსეთში გაყიდვები ჯერ კიდევ 2 მარტს შეაჩერა.

 

„საგულდაგულო განხილვის შემდეგ, შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ჩვენი ბიზნესის გაგრძელება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ვწუხვართ იმ გავლენის გამო, რასაც ეს ნაბიჯი ჩვენს კოლეგებზე მოახდენს“, – ნათქვამია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰელენა ჰელმერსონის განცხადებაში.

 

კომპანიის განცხადებით, რუსეთში არსებული მაღაზიები დროებით, შეზღუდული ვადით, განაახლებენ მუშაობას, რათა გაიყიდოს საქონლის არსებული მარაგები.

 

გავრცელებული ცნობით, H&M-ს რუსეთის ბაზრიდან გასვლა დაახლოებით 2 მილიარდი შვედური კრონა (190 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება.

 

H&M  1947 წელს შვედეთში დაარსდა.

 

H&M ბრენდის გარდა, კომპანია ასევე ფლობს COS, Monki, & Other Stories, Weekday, ARKET და Afound ბრენდებს, ასევე H&M Home საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების ქსელს.

 

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული ბაზარი ასობით საერთაშორისო ბრენდმა დატოვა.