1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

271
0

დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამის არხზეა ნათქვამი.

ტორეცკში სარაკეტო იერიში გამთენიისას განხორციელდა.

ჭურვი ორსართულიან შენობას მოხვდა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა.

 

„სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს 5 გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს, ნანგრევებიდან ამოიყვანეს 3 ადამიანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.