1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა
უკრაინაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა

506
0

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტის (CIA) დირექტორის, უილიამ ბარნსის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა

“აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების ბოლო შეფასებით, დაახლოებით 15 000 არის მოკლული და ალბათ სამჯერ მეტია დაჭრილი. ასე რომ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკარგებია”. – თქვა CIA-ის დირექტორმა კოლორადოში, ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე.

ბარნსმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებსაც მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო მცირე.

“დაზარალდნენ უკრაინელებიც, დანაკარგი სავარაუდოდ უფრო მცირეა, მაგრამ, ხომ იცით, მნიშვნელოვანია დანაკარგებია”. – თქვა ბარნსმა.

რუსეთი უკრაინაში საკუთარ დანაკარგებს არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ მარტში გამოაცხადეს, რომ უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო მოკვდა. 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსეთის დანაკარგი 38 000-ზე მეტია. უკრაინის მხარე არ ასახელებს საკუთარ დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობას, თუმცა გასულ თვეებში მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობდნენ, რომ დღეში 100-მდე უკრაინელი სამხედრო იჭრება ან იღუპება.