1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,, გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს სცენაზე დროშით, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა”- გიორგი ქადაგიძე
,, გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს სცენაზე დროშით, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა”- გიორგი ქადაგიძე

,, გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს სცენაზე დროშით, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა”- გიორგი ქადაგიძე

114
0

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ 10 ახალგაზრდა საქართველოს დროშით ავიდეს საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ სცენაზე, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ საქართველო არის ევროპა.

როგორც აქციაზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ისინი სამართალდამცველებს 5 წუთს აძლევენ იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეათანხმონ.

„ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი. გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს დროშით, რომ საქართველოს უნდა ევროპა, საქართველო არის ევროპა და ეს დროშა საპირისპირო მხრიდან გადმოკიდონ, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა. ამიტომ, მივცეთ 5 წუთი ყველანაირი ჩოჩქოლის, დაპირისპირების გარეშე. დაუკავშირდით უფროსობას. ყველანაირი ესკალაცია მორჩება, არანაირი პრობლემა აღარ იქნება. 10 ახალგაზრდა გვინდა, რომ ავიდეს სცენაზე დროშებით“,-განაცხადა ქადაგიძემ.