1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,დემოკრატიის სახელით, ევროპული გაერთიანებიდან თავს ესხმიან იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებსაც ვერ იმორჩილებენ”- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი
,,დემოკრატიის სახელით, ევროპული გაერთიანებიდან თავს ესხმიან იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებსაც ვერ იმორჩილებენ”- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი

,,დემოკრატიის სახელით, ევროპული გაერთიანებიდან თავს ესხმიან იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებსაც ვერ იმორჩილებენ”- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი

51
0

ბელგიის სენატისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ბობ დე ბრაბანდერი დარწმუნებულია, რომ თუ ევროკავშირს გაფართოება სურს, ის აუცილებლად მიიღებს ახალ წევრებს და ერთი რომელიმე კანონი ამ პროცესს ვერ შეაფერხებს. ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს ასეთი კანონი მიიღოს. ევროკავშირის მხრიდან ასეთი კრიტიკა იმ სახელმწიფოსი, რომელიც ჯერ არ არის გაერთიანების წევრი, კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რა მიმართულებით მიდის ბლოკი. ევროკავშირი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება. ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები კონკრეტულ დღის წესრიგს ემსახურებიან, ეს დღის წესრიგი არის ანტიკონსერვატორული, არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას. როდესაც კონკრეტული სახელმწიფოები საკუთარი თავის დაცვას ცდილობენ ამისგან, ევროპელი ლიდერები ასე დაჟინებით მოქმედებენ. ვფიქრობ, ისინი საქართველოს სწორედ ამ მიზეზით ესხმიან თავს. არასწორია ის არგუმენტაცია, რომ თუკი ამ კანონს მიიღებს საქართველო, მასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება“, – განაცხადა ბელგიის სენატისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა.

ბობ დე ბრაბანდერი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დემოკრატიის სახელით, ევროპული გაერთიანებიდან თავს ესხმიან იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებსაც ვერ იმორჩილებენ.

„ევროკავშირი აკვირდება, ვინ არის სახელმწიფოს ხელისუფლებაში, მათ არ სურთ, რომ გადაწყვეტილება ხალხმა მიიღოს. თუკი ევროკავშირი ხედავს, რომ ესა თუ ის მთავრობა არ ეთანხმება იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს, მაშინ ასეთ მთავრობაზე თავდასხმისთვის, მხარს უჭერს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვფიქრობ, ამ კანონპროექტთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს აქვს ადგილი. უკრაინაში ომია და ცხადია, რუსული აგრესია აბსოლუტურად დაუშვებელი და ამაზრზენია, თუმცა მჯერა, რომ ევროკავშირი ამ ომს იყენებს იმისათვის, რომ თავს დაესხას ოპონენტებს. უფრო სწორად მათ, ვისაც ოპონენტად მიიჩნევს. ცხადია, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სულაც არ არის ისეთი უცოდველი, როგორადაც თავი მოაქვთ“, – განაცხადა მან.