1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გურამ მაჭარაშვილი – მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყობ, ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, სიამოვნებით მივიღებ
გურამ მაჭარაშვილი – მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყობ, ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, სიამოვნებით მივიღებ

გურამ მაჭარაშვილი – მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყობ, ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, სიამოვნებით მივიღებ

635
0

მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ, ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ძალებს სურთ, საქართველოში სუბიექტური სანქციებით დაგვაშინონ, თუმცა ეს არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება, რადგან ახლა ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტისა და გადარჩენისთვის. სუბიექტური სანქციებით მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ გამოყოფენ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად იბრძვიან. კი, ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.