1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გსურთ თუ არა ამის აღიარება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კორექტულად, ეს იყო დემოკრატიული არჩევნები მკაფიო გამარჯვებულით -გერმანელი ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი 
გსურთ თუ არა ამის აღიარება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კორექტულად, ეს იყო დემოკრატიული არჩევნები მკაფიო გამარჯვებულით -გერმანელი ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი 

გსურთ თუ არა ამის აღიარება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კორექტულად, ეს იყო დემოკრატიული არჩევნები მკაფიო გამარჯვებულით -გერმანელი ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი 

539
0

მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ამის აღიარება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კორექტულად, ეს იყო დემოკრატიული არჩევნები მკაფიო გამარჯვებულით, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ვიყავი საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი. პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე. არ მიგრძვნია არანაირი რეპრესია, ოპოზიციას ჰქონდა სრული თავისუფლება. მათ შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა და თავისუფლად გამოხატავდნენ კრიტიკას მთავრობის მიმართ. ეუთო-ს დილის ბრიფინგზე აღინიშნა: არჩევნების დღე იყო დაძაბული, მაგრამ კარგად ორგანიზებული. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, თუმცა მათ არ მოუხდენიათ გავლენა არჩევნების საერთო მთლიანობაზე.

ქალბატონებო და ბატონებო, ქართველები ჭკვიანი ხალხია. მათ კარგად იციან თავიანთი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა. მათ არ სურთ ძალთა ბლოკებს შორის კონფლიქტში ჩათრევა. ქართველები არიან ამაყი ხალხი, რომლებიც ღიად არიან განწყობილი ევროპისკენ, მაგრამ არ სურთ ბრიუსელის ე.წ. ცისარტყელას დღის წესრიგზე დაქვემდებარება. პატივი ვცეთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს. პატივი ვცეთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ვისწავლოთ საქართველოსგან, რათა არ შევაფასოთ გადამეტებულად ჩვენი პოზიცია მსოფლიო წესრიგში“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.