1. Home
  2. სხვა
  3. ღაზას ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშებს 17 პალესტინელი ემსხვერპლა, ისრაელი კი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ
ღაზას ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშებს 17 პალესტინელი ემსხვერპლა, ისრაელი კი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ

ღაზას ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშებს 17 პალესტინელი ემსხვერპლა, ისრაელი კი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ

107
0

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში, სულ მცირე, 17 პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ღაზას სექტორის ჯადაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინელი მედიკოსების ცნობით, აქედან 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მუსა ბინ ნუსეირის სკოლაში დაიღუპა, რომელსაც დევნილი ოჯახები აფარებდნენ თავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც სკოლის შენობაში განთავსებული სამეთაურო ცენტრიდან მოქმედებდნენ. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ მებრძოლები ამ ადგილს ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად იყენებდნენ.

ღაზას ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმებს დღემდე 45 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, 2.3 მილიონიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული გახდა.