1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გავრცელებული ინფორმაცია არის მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური დარტყმის სამარცხვინო მცდელობა “- გიორგი ჩალაძე
“გავრცელებული ინფორმაცია არის მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური დარტყმის სამარცხვინო მცდელობა “- გიორგი ჩალაძე

“გავრცელებული ინფორმაცია არის მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური დარტყმის სამარცხვინო მცდელობა “- გიორგი ჩალაძე

325
0

“ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე ექსკლუზიურად საუბრობს, რომლის თანახმადაც, ის და საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის დედა გიული ალასანია დაქორწინდნენ.

როგორც გიორგი ჩალაძე მაკა რაზმაძესთან წერილობით ინტერვიუში ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არა მისი და გიული ალასანიას, არამედ მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია.

“რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და მე და ქალბატონი გიული ალასანია დავქორწინდით. ეს არის “კაგებეს” მეთოდები, როდესაც ადამიანებს და მათ ღირსებას აყენებენ დარტყმას დისკრედიტაციის გზით. ეს კამპანია არც ჩემს წინააღმდეგაა მიმართული და არც ქალბატონი გიულის წინააღმდეგ. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია. თუმცა, ისიც გაუგებარია, რატომ არ აქვს ადამიანს ჰქონდეს პირადი ცხოვრება. მოკლედ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და კონკრეტული მიზნით მიხეილ სააკაშვილისთვის, პოლიტიკური დარტყმის მიყენების სამარცხვინო მცდელობა,” – ამბობს გიორგი ჩალაძე მაკა რაზმაძესთან საუბრისას.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტომასალები, სადაც გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე ერთად არიან ასახული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი დაქორწინდნენ.