1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას”- ირაკლი კობახიძე
“არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას”- ირაკლი კობახიძე

“არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას”- ირაკლი კობახიძე

262
0

არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, აფინანსებს პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას, აქვთ საკუთარი მედია, ვგულისხმობ სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

„ისინი ფლობენ მედიასაშუალებებს, აქვთ გავლენა პოლიტიკაზე, ფულს ხარჯავენ, დებენ ფულს მათ შორის არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ყოველთვის აქვთ რაღაც რესურსი, რომ გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა მოიპოვონ“, – აღნიშნა კობახიძემ.

​ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლოს ერთად აიღეს დაახლოებით 40%-მდე. მისივე თქმით, ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რაც არ აძლევს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკაში შესვლის საშუალებას.

„საბოლოო ჯამში, ორპოლუსიანია ეს სისტემა, ყველაფერზე ვრცელდება ეს ყველაფერი, მათ შორის მედიაში არსებულ გარემოზე, საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკაში ზოგადად არსებულ გარემოზე, ეს არის მოცემულობა. რატომ? რადგან რესურსი არის ორ მხარეს, ერთი არის მმართველი პარტია, რომელსაც აქვს რესურსი, მათ შორის ფინანსური, მეორე მხარეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, რომელიც ფლობს ასევე ფინანსურ რესურსებს. ეს არის ხალხისგან მოპარული ნაძარცვი, ნაყაჩაღარი, სისხლიანი ფული, რომელიც წაიღეს თავის დროზე ქვეყნიდან, სააკაშვილი, კეზერაშვილი და ა.შ. და ეს არის მედიასაშუალებები. ამ ორპოლუსიანობის პირობებში ჯანსაღ ძალებს აღარ ეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება, ახალი ოპოზიციური პარტიები, ძლიერი ოპოზიციური პარტიები სამწუხაროდ ვერ ჩნდება, რადგან ჩვენ გვიწევს მუდმივად ბრძოლა მეორე დანაშაულებრივ პოლუსთან, ეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით. ეს არ არის მარტივი მოცემულობა, ერთადერთი რასაც ყოველთვის ვპირდებით საზოგადოებას და ვასრულებთ კიდეც, არის ის, რომ ყოველ ჯერზე მათ ვამარცხებთ არჩევნებში, არ ვაძლევთ ძალაუფლების და იმ უბედურების დაბრუნების საშულებას რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, მაგრამ ქვეყანას აზიანებენ მაინც, იმ მუდმივი საბოტაჟით, რომელიც ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.