1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გაშვილებულმა კაცმა 77 წლის შემდეგ საკუთარი ძმები იპოვა
გაშვილებულმა კაცმა 77 წლის შემდეგ საკუთარი ძმები იპოვა

გაშვილებულმა კაცმა 77 წლის შემდეგ საკუთარი ძმები იპოვა

300
0

ავსტრალიაში მცხოვრები 79 წლის ჯეფი და დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მისი 83 წლის ძმა ტედ ნობსი 77-წლიანი განშორების შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან.

ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ტედ, ბარი და ჯონ ნობსებმა თავიანთი უმცროსი ძმა ჯეფი ბოლოს 1945 წელს ნახეს. მას შემდეგ რაც მათი დედა კიბოსგან გარდაიცვალა, მამამ 2 წლის ჯეფის გაშვილება გადაწყვიტა, რადგან მასზე სათანადოდ ზრუნვა არ შეეძლო.

რამდენიმე წელიწადში ჯეფი და მისი ახალი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ძმები ერთმანეთის პოვნას ცდილობდნენ. 2014 წელს ჯეფმა გაიგო, სად ცხოვრობენ მისი ნათესავები, რის შემდეგაც ძმები ერთმანეთს ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ, ახლა კი ერთობლივი მოგზაურობა დაგეგმეს.

ტედი ჯეფთან ავსტრალიაში მარტო ჩავა, ვინაიდან ბარი ხანდაზმული ასაკის გამო მოგზაურობას ვერ ახერხებს, ჯონი კი 2010 წელს გარდაიცვალა. ძმები დიდი ბარიერული რიფის მონახულებას და ჯეფის შვილიშვილის ქორწილში სტუმრობას გეგმავენ.