1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით”- ნედ პრაისი
“გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით”- ნედ პრაისი

“გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით”- ნედ პრაისი

225
0

ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

 

ნედ პრაისს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებებისა და ასევე განცხადებების შესახებ, რომელთა თანახმად, აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.

 

„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებიც, როგორც მოვისმინეთ, გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების გარკვეული კუთხეებიდან. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები. მათ შექმნეს უკუსვლები ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო, უძლეველი სწრაფვისთვის და უფრო ფართოდ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამ ქმედებების გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად.

არის პოლარიზაციის ისეთი დონე, რომელიც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ყოველივე ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში“, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვადარდებს, როდესაც საქმე საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას ეხება, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ, ვიყოთ ქართველის ხალხის, ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის პარტნიორი მაშინ, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.