1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „რა პერსპექტივას მიიღებს საქართველო?! -ლევან მამალაძე
„რა პერსპექტივას მიიღებს საქართველო?! -ლევან მამალაძე

„რა პერსპექტივას მიიღებს საქართველო?! -ლევან მამალაძე

412
0

აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველოს ახალ პერსპექტივაზე წერს სოციალურ ქსელში „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე. მამალაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განხილული საკითხები და აზერბაიჯან-საქართველოს ენერგეტიკული დერეფანი საქართველოში ომისა დაგეგმილი რევოლუციების თავიდან აცილების გარანტიაა.

 

„რა პერსპექტივას მიიღებს საქართველო?!

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯან-საქართველოს ენერგეტიკულ დერეფანს ახალ დატვირთვას ანიჭებენ! ეს დამატებითის საშუალება იქნება საქართველომ თავიდან აიცილოს ომი და შეკვეთილი რევოლუციები!

 

კასპია-შავი ზღვის ენერგეტიკული დერეფნის ამოქმედებას, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საერთაშორისო ფუნქციის მინიჭებას, ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ ჩაუყარეს საფუძველი! ბაქო-თბილის-სუფსის ნავთობსადენი; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენი; ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი; თბილისი-ყარსის რკინიგზა. ეს ყველაფერი ალიევისა და შევარდნაძის მეგობრობის შედეგია! დაბეჯითებით შემიძლია ასე ვთქვა, რადგან ამ პროცესის თანამონაწილე ვიყავი! რუსეთ-უკრაინის ომმა და მსოფლიოში ენერგეტიკულმა კრიზისმა, აზერბაიჯან -საქართველოს დერეფანს ახალი პერსპექტივები განუსაზღვრა.

 

ევროკავშირის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დე ლაინის ვიზიტი ბაქოში და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, ჩვენთვის ახალ რეალობას ქმნის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას მიაწოდებს გაზს და ნავთობს. ამიტომ ამჟამინდელი ვიზიტისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიმართულებები: განახლებული რეჟიმით ამუშავდება ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი , მოდერნიზება გაუკეთდება ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენს, იხილება საკითხი დამატებითი გაზსადენის ასაშენებლად, მზადდება პროექტი დიდი გამტარობის ელექტრო გაყვანილობის მონტაჟისთვის შავი ზღვის ფსკერზე, ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებისთვის და სხვა.

 

ჩვენი პრემიერის განცხადება, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს ენერგომატარებლების ტრანზიტის გაფართოებისთვის, პირდაპირ კავშირშია საქართველოში დამატებითი შემოსავლების ზრდასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტების ამუშავებით საქართველო უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითის საშუალება იქნება ავიცილოთ ომი და შეკვეთილი რევოლუციები!

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უნიკალური მაგალითი გვიჩვენა, თუ როგორ უნდა გათვალო წლებზე მიზნის მიღწევა, დააინტერესო მეგობრები, გაურიგდე არაკეთილმოსურნეებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო! გლობალური პროექტების კონტექსტში, შესაძლებელია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც მოექცეს, რომლის გამოყენებას საქართველოს პრემიერი ხელიდან არ გაუშვებს, მით უფრო რომ სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებმა შესაძლებელია რუსეთიდან საქართველოს მოედანზე გადმოინაცვლოს!“- წერს ლევან მამალაძე.

 

რაც შეეხება დავით გარეჯის თემას, რომლის განხილვასაც საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდებოდა, მამალაძის აზრით, საკითხი სავარაუდოდ განიხილება, თუმცა მასზე საუბრის დრო ამ ეტაპზე არ დამდგარა.

 

„ბევრი კითხულობს, დააყენა თუა არა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საკითხი ილჰამ ალიევთან? ეს საკითხი აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ არ არის მზად საზოგადოებისთვის გასაცნობად. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დავით გარეჯის გადმოცემა, გლობალური პროექტების რეალიზებისას მოხდება!“- წერს ლევან მამალაძე.