1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

882
0

ვერძი

არაფერი ისე არ გაღიზიანებთ, როგორც ბანალური, ანუ ორიგინალურობას მოკლებული ადამიანები! არადა, თქვენი აზრით, გარშემო მყოფები სწორედ ასეთები არიან. ასე თუ გააგრძელებთ, შეიძლება კაცობრიობის რწმენა დაკარგოთ! ერთადერთი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გაძლევთ, თქვენი ინტელექტია და თუ ვინმე არ გეთანხმებათ, ეს მისი პრობლემაა.

კურო

კუროს წარმატების მთავარი საიდუმლო სიმარტივეშია, თუმცა ამას ვერ ხვდება და ცხოვრებას ირთულებს. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ არ არის საჭირო გარშემო მყოფთა ქცევებს რთული ახსნა-განმარტებები მოუძებნოთ – ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ გგონიათ!

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება მათემატიკის მიმართ აუხსნელი სიყვარული იგრძნოთ. ამოცანები, რომლებიც სხვა დროს მოსაწყენად მოგეჩვენებოდათ, ამ დღეს ინტელექტუალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეიძლება დიდი მათემატიკოსი ვერ გამოხვიდეთ, მაგრამ რაღაც სასარგებლოს გაკეთებას ნამდვილად შეძლებთ. ყოველ შემთხვევაში, კროსვორდის ამოხსნის დონეზე.

კირჩხიბი

თუ საკუთარი მდგომარეობის და იმიჯის გაუმჯობესება გსურთ, ამას ყველზე ადვილად საკუთარი ერუდიციის გამოვლენით მოახერხებთ. უბრალოდ, ეცადეთ, საუბარში ხელსაყრელ დროს რომელიმე ცნობილი ფილოსოფოს ციტატა მოიშველიოთ.

ლომი

დროდადრო სახლის ან აგარაკის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით თავში უამრავი იდეა და გეგმა მოგდით. შეიძლება ეს ძალიან გონივრული დ საინტერესო გეგმებია, მაგრამ თუ ერთ-ერთი არ აირჩიეთ, საეჭვოა, ამდენის ერთად განხორციელება შეძლოთ.

ქალწული

გეჩვენებათ, რომ თავში უნიკალური და ბრწყინვალე იდეები მოგდით, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, მიხვდებით, რომ ძალიან შეცდით. ამიტომ, ზედმეტ ორიგინალურობას ერიდეთ და აკეთეთ ის, რაც საუკეთესოდ გამოგდით.

სასწორი

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თავში საინტერესო იდეები მოგდით. მათი დღესვე განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ ან სადმე ჩაიწეროთ. მოვა დრო და ამ იდეებმა შეიძლება მნიშვნელოვანი მოგება მოგიტანოთ.

მორიელი

თუ რომელიმე პრობლემის გადაჭრა გეძნელებათ, უბრალოდ გადააბიჯეთ, რათა გზის გაგრძელება შეძლოთ. შეიძლება მათემატიკის თვალსაზრისით არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეფექტურობის თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვიდად, სიურპრიზების გარეშე და გეგმის მიხედვით ჩაივლის, რასაც ხელს ვერაფერი შეუშლის. თუმცა დღის ბოლოს აუცილებლად რაღაც საინტერესო მოხდება!

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს მოგეჩვენოთ, რომ ბრძნული სახით აბსოლუტურ სისულელეს ამბობთ, თუმცა თქვენს მსჯელობაში საკმაოდ ბევრი რაციონალური მარცვალია. უბრალოდ, სათქმელს ზედმეტად რთულად აყალიბებთ და ზოგჯერ საკუთარი სიტყვები თავადაც არ გესმით.

მერწყული

მთელ დღეს უახლოესი თვეების გეგმებზე ფიქრში გაატარებთ. გეგმები შეიძლება სხვადასხვა იყოს – სახლის რეორგანიზაციიდან დაწყებული, სამყაროს შეცვლის იდეებით დამთავრებული. ხუმრობის გარეშე, ზოგი მართლაც განსაკუთრებით საინტერესოა, მაგრამ მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა.

თევზები

ამ დღეს ინტელექტუალური საქმე ყველაზე უკეთ გამოგივათ და თქვენთვისაც სასარგებლო იქნება. დღეს განსაკუთრებით მოერიდეთ ალკოჰოლს და ეგზოტიკურ საკვებს – მაღალია კვებითი ინტოქსიკაციის რისკი.