
ფრაზით “არსებობს მარტო ორი სქესი”, ტრამპმა ხელის ერთი მოსმით გააუქმა მთელი კვაზიმეცნიერული იდეოლოგიური ცოდნები, რომლის დამკვიდრებას ამდენი წელი ცდილობდნენ -ლევან გიგინეიშვილი
პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა, კონსერვატიულ პორტალ geo-first.com-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რთული იქნება „დიფ სთეითთან“ ბრძოლა და რა შედეგებს გამოიღებს აღნიშნული ბრძოლა აშშ-სა და მთელი მსოფლიოსთვის.
გიგინეიშვილის თქმით, საოცარი იყო, რომ ფრაზით „არსებობს მარტო ორი სქესი“, ტრამპმა ხელის ერთი მოსმით გააუქმა მთელი კვაზი მეცნიერული იდეოლოგიური ცოდნები, რომლის დამკვიდრებას ამდენი წელის განმავლობაში ცდილობდა „დიფ სთეითი“.
„ამას მხოლოდ მომავალი აჩვენებს. დიდი ჯახები და კონფლიქტები იქნება, ცხადია. ისე, საოცარი იყო, რომ ფრაზით „არსებობს მარტო ორი სქესი“, ტრამპმა ხელის ერთი მოსმით გააუქმა მთელი კვაზიმეცნიერული იდეოლოგიური ცოდნები, რომლის დამკვიდრებას ამდენი წელი ცდილობდნენ და რომლის დამკვიდრებისთვის მილიონები კი არადა, მილიარდები იხარჯებოდა,“- განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.