1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ევროპას ორი არსი აქვს – მნიშვნელოვანია, რომ მე ეს ქართველ მაყურებელს ვუთხრა”- ტიერი მარიანი
,,ევროპას ორი არსი აქვს – მნიშვნელოვანია, რომ მე ეს ქართველ მაყურებელს ვუთხრა”- ტიერი მარიანი

,,ევროპას ორი არსი აქვს – მნიშვნელოვანია, რომ მე ეს ქართველ მაყურებელს ვუთხრა”- ტიერი მარიანი

2.42K
0

ევროპას ორი არსი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მე ეს ქართველ მაყურებელს ვუთხრა. ერთ ნაწილს განსაკუთრებით ევროპარლამენტსა და ევროკავშირში აქვთ ერთგვარი იდეა, ერთა აღრევის. მათი მიზანია, რომ ყველა ქვეყანა გახდეს ამ წარმონაქმნის უბრალო შემადგენელი რეგიონი. ყველაფერს კი თავად გადაწყვეტენ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„მეორე მხარე კი მაგალითად, უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთის მთავრობები. საქართველოს ხელისუფლებაც. მიუხედავად იმისა, რომ წევრი სახელმწიფო არ ხართ, აცხადებენ, რომ ერი არის რეალობა. ერი არის მისი ისტორია და ხალხის ერთობა.

ევროკავშირის მმართველებმა კი დაასკვნეს, რომ ყველა ერთნაირი უნდა იყოს. ტრამპის გამარჯვებამ შექმნა იმედი, რომ ის ხალხი, ვინც იცავს სუვერენიტეტს, მათი ბრძოლა უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.

ევროკავშირის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ უნდა ისწავლოს სახელმწიფოთა პატივისცემა, ტრამპის მობრუნება კი ამ თვალსაზრისით შესანიშნავია“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.