1. Home
  2. სხვა
  3. ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს -“როიტერი”
ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს -“როიტერი”
0

ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს -“როიტერი”

268
0

ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბლოკს ღაზის სექტორში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება შესთავაზა. ეს ინფორმაცია ოთხმა დიპლომატმა „როიტერთან“ საუბრისას დაადასტურა.

„ბორელმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების შესახებ და დასძინა, რომ ამ დრომდე, ისრაელმა არ გაითვალისწინა ეს შეშფოთება“,- წერს „როიტერი“.

პოლიტიკური დიალოგის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის ყველა, 27 წევრი ქვეყნის თანხმობა, რაც დიპლომატების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა პროტესტი, როდესაც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მათ წინადადება გააცნო.

გაერო-ს მონაცემებით, ომში დაღუპულთა თითქმის 70% ქალები და ბავშვები არიან. ისრაელმა კატეგორიულად უარყო ეს ანგარიში და განაცხადა, რომ მისი სამხედრო მოქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს.