1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე – სააკაშვილი
შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე – სააკაშვილი

შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე – სააკაშვილი

2.55K
0

„როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს „ჰიბრიდული ომი“, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, როგორც  მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ ქუჩაში გასვლას აზრი არ აქვს და ვინც მიტინგზე გადის, უსამშობლო და უღმერთოა.

„როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს „ჰიბრიდული ომი“, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს.

1) მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას?

2) ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ მზადდება შეთქმულებები საქართველოს წინააღმდეგ.

3) ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი.

4) ყოველდღე ჩაგვაგონებენ, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. (ვინც მიტინგზე გადის ის არის უსამშობლო, უღმერთო და აშ.)

5) სრულიად შეგნებულად ხორციელდება შეტევა კულტურაზე, ვინაიდან სატელევიზიო ახალ ამბებზე მეტად, კულტურა აყალიბებს მენტალიტეტს.

6) დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და ა.შ“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ის საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მთავარია მოქალაქეებმა შეწყვიტონ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე მიმართონ.

„ახლა ორიოდე სიტყვა საქართველოში შემოსულ რუსებზე.

1) ამ რუსების უმეტესობასაც მიაჩნია, რომ მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, ისინი არაფერ შუაში არ არიან და სინდისი არ უნდა აწუხებდეთ, მაგალითად აფხაზეთზე ან ცხინვალზე.

2) მათ ქართველები მიაჩნიათ მეორეხარისხოვან არსებებად, მომსახურე პერსონალად, განუვითარებლად და არაანგარიშგასაწევად.

რა უნდა ვქნათ ჩვენ. მთავარი – შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე. მუდმივად შევახსენოთ შემოსულებს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუძღვით პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, ქართველების ჩაგვრაზე. და რაც მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის – ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.