1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია”-ედიშერ გვენეტაძე კელი დეგნანზე
“ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია”-ედიშერ გვენეტაძე კელი დეგნანზე

“ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია”-ედიშერ გვენეტაძე კელი დეგნანზე

342
0

ბოლო ხანებში ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია! ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეტყობა საერთოდ არად აგდებს იმას, იმყოფება თუ არა სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო! -ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა დევიდ კრამერის შესახებ და აღნიშნა, რომ არ ახსოვს 30 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ, რომელიმე ელჩს.

„არადა რა ბრწყინვალე დიპლომატად წარმოაჩინა საკუთარი თავი საქართველოში ჩამოსვლის დროს, როგორ გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებდა და ხალხისგან პატივისცემასაც იმსახურებდა! მაგრამ მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება აშშ-ში, ეს ქალბატონი გადასხვაფერდა და ნაცების პოლიტიკის ფაქტობრივი გამტარებელი გახდა! ჩვენ არ გვახსოვს ამ 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ, რომელიმე ელჩს! საქმე იქამდე მივიდა, რომ თურმე ნუ იტყვით და ვიღაც პენსიონერ, გზას აცდენილ კრამერს უფრო მეტად ჰყვარებია ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამ ქვეყანაზე გადადებულ და გადაყოლილ კაცებს! ამიტომაც ჩვენში იტყვიან „სტუმარი ღვთისააო“, მაგრამ უკეთესი იქნებ ქ-ნი ელჩი უფრო მოზომილ, უფრო მოქნილ, შედარებით მიუმხრობელ და ცოტათი რეალობის შესაბამის განცხადებებს თუ გააკეთებს!”- წერს გვენეტაძე.

 

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს. „მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ამ საკითხზე საუბრისას.