1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული”- ნიკა მელია
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული”- ნიკა მელია

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული”- ნიკა მელია

192
0

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ამომრჩევლების წინაშე მთავარია გულწრფელობა.

„ყველა ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნების პროცესში მონაწილეობს, უნდა იყოს საჯაროდ ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად ვინ არის და რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. სხვებსაც მოვუწოდებდი, რომ ყველა ადამიანი, ვინც კი პროცესში არის ჩართული არასაჯაროდ, თუმცა ძალიან აქტიურად, შეიძლება ითქვას, თხემით ტერფამდე, ვფიქრობ, ასეთი ადამიანები დასამალი არ არიან. ზოგადად გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. რა არის აქ დასამალი.

გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ და შევიკავებ. მოვა ამ ყველაფრის დრო. ვფიქრობ, თუ ვინმე არის ღირსი არამხოლოდ ის იცოდეს, რა არის სტრატეგიული გეგმა, ამა თუ იმ კანდიდატის გაწერილი 4-5-წლიან პერიოდზე, არამედ სად დგახარ და ვინ არის შენი დასაყრდენი, რამდენად თვითმყოფადი, რამდენად დამოუკიდებელი ხარ და რამდენად გაქვს რეალურად გავლენა პროცესზე, რომელშიც მონაწილეობ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.