1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და კრამერი გასაგებია – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და კრამერი გასაგებია – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და კრამერი გასაგებია – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს
61
0

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად დეგნანმა აღნიშნა, რომ მას არ სურს დევიდ კრამერის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ამბობს, რომ კრამერი კერძო პირია, რომელიც დაფასებულია აკადემიურ წრეებში და ზრუნავს საქართველოზე.

„როგორ საქართველოზე და ვის სანქციებზე ზრუნავთ თქვენ და დ.კრამერი გასაგებია. ამაზე კომენტარს რატომ არ აკეთებთ? ესიც. ჯორჯ ბუშ უფროსის თუ ჯორჯ ბუშ უმცროსის გლობალური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია დ.კრამერი, ამის კომენტარი თუ შეიძლება ქალბატონო ელჩო?“, – წერს გოგა ხაინდრავა.