1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ეხება განსაკუთრებით “ნაც. მოძრაობის” პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ ხალხნო?!”-თაკო ჩარკვიანი
“ეხება განსაკუთრებით “ნაც. მოძრაობის” პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ ხალხნო?!”-თაკო ჩარკვიანი

“ეხება განსაკუთრებით “ნაც. მოძრაობის” პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ ხალხნო?!”-თაკო ჩარკვიანი

170
0

“ეს რა არასახელმწიფოებრივი განცხადებებია?! რას წერთ ან რაზე საუბრობთ, ან რას უწერთ ამ დღეების მანძილზე ერთმანეთს”-წერს სოციალურ ქსელში  პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი.

“ეხება განსაკუთრებით ნაც. მოძრაობის პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ ხალხნო?! ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ თქვენი პარტიის, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს – გადაწყვიტა ფულმაო წერთ, ანუ კომისიაში შეგავთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში ანუ გაიყიდნენ ნაც. პარტიის ამომრჩევლები ფულზე ისევე, როგორც ოცნების ამომრჩევლები??

გაქვთ რაიმე ფაქტები მოსყიდვის, დადეთ? აბა სულ გადაირიეთ?! ძლივს ახალი ტექნოლოგიით ჩატარდა არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებთ ?!!!

ეს რა არასახელმწიფოებრივი განცხადებებია?! რას წერთ ან რაზე საუბრობთ, ან რას უწერთ ამ დღეების მანძილზე ერთმანეთს, ეს არის სწორედ “გოიმობა და პროვინციალიზმი” წარმომავლობაზე დაბა-ქალაქზე რომ წერთ და ამ დროს საკუთარი თავი რომ არ “გეგოიმებათ”, თან ცოტა -საკუთარ დაბა-ქალაქს რომ “მალავთ”, აი ეს არის, ეგ არის ქაჯობა, ტრაგიკულად ღიმილის მომგვრელია” – წერს პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი.