1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ძალა ერთობაშია და არანაირ დაშლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი” – სააკაშვილი
“ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ძალა ერთობაშია და არანაირ დაშლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი” – სააკაშვილი

“ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ძალა ერთობაშია და არანაირ დაშლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი” – სააკაშვილი

117
0

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების შედეგების შესახებ  მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააჟღერა. 

ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. 

„არჩევნების პროცესში არ ჩარეულა. ახლა ასეთი პოზიცია აქვს: ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილსო და ძალიან დიდი წარმატებებს ვუსურვებო. ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არანაირ დაშლაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი“, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.