1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”- მეგის ქარდავა
“უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”- მეგის ქარდავა

“უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”- მეგის ქარდავა

330
0

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

მისი თქმით, მას არასდროს ჰქონია კავშირი და არც ექნება არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

„ჩემო ძვირფასებო, მინდა, მკაფიოდ და გარკვევით განვაცხადო, ის რაც არაერთხელ მითქვამს. მე არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მუდამ საქართველოს ქომაგი.

მე არ ვიღებ მონაწილეობას ე.წ. „შიდა პარტიულ არჩევნებში“. მე არასოდეს არ მქონია და არც მექნება კავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან მიმაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს არცერთი დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი გაერთიანება.

პ.ს. „21-ე საუკუნის საქართველო“ 21 საუკუნის სასულიერო და საერო საზოგადოებამ უნდა ააშენოს და არა „ნაკომუნისტარ“, „ნამხედრიონელ“, „ნაგვარდიელერ“, „ნანაცარ“, „ნაქოცარმა“ ნახიშტრებმა.

პპ.ს. „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო“, – წერს ქარდავა.