1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ძმები ასკანელი” ბიზნესრეიტინგის 23-ე დაჯილდოებაზე ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი გახდა
ძმები ასკანელი”  ბიზნესრეიტინგის 23-ე დაჯილდოებაზე ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი გახდა

ძმები ასკანელი” ბიზნესრეიტინგის 23-ე დაჯილდოებაზე ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი გახდა

134
0

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნესრეიტინგის 23-ე დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი კომპანია “ძმები ასკანელი” გახდა.

გრან პრისთან ერთად, ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე კომპანია “ძმები ასკანელი” დამატებით  ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნომინაციაში – წარმოშობის მდიდარი ისტორია, უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები, გუნდის პროფესიონალიზმი – “ასკანელი ძმები”- ირაკლი უგლავა დასახელდა.

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “ასკანელი ძმები” გახდა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად “ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე დაასახელა და Investment Award -ის გარდამავალი ჯილდო (“ზარაფხანას” მიერ შექმნილი ექსკლუზიური კომპოზიცია – (“მერიდიანი”) გადასცა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ კატეგორიაში – უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური დაასახელა.

წლის საუკეთესო დამსაქმებლად “ნიკორა სუპერმარკეტი” დასახელდა.

ბიზნეს რეიტინგზე, უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად- “ჯორჯიან პროდაქტსი” დასახელდა. ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად “სოკარი” დაასახელეს.

მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისთვის ჟიურის რჩეული “კავკასიის ავტოიმპორტი” გახდა.

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები.

Investment Award – ის გარდამავალი ჯილდო შემდეგ კომპანიებს გადაეცათ:

1. გარდამავალი ინვესტორის ჯილდო -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე

2.უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში – ბათუმის საზღვაო ნავსადგური

3. სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა – “თამ მენეჯმენტი” – პანტიკო თორდია

4. მსხვილი ექსპორტიორი -“ჯორჯიან პროდაქტსი” – დავით ბარდაველიძე

5. წლის საუკეთესო დამსაქმებელი -“ნიკორა სუპერმარკეტი” – თემურ ალექსანდრია/მარინა ნიკოლაიშვილი

6. ყველაზე დიდი იმპორტიორი -“სოკარი” – მაირ მამედოვი

7. მწვანე ეკონომიკის ლიდერი – PSP -ვაჟა ოქრიაშვილი

8. მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებისთვის – კავკასიის ავტოიმპორტი – გიორგი სურგულაძე

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.

 პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.