
არის თუ არა "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატების მიერ პარტიის დატოვება და ახალი მოძრაობის შექმნა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული?!

ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ტანდემი ექს-პრემიერმა სპეციალურად დასავლეთთან დაპირისპირების მიზნით შექმნა.

სურთ თუ არა საქართველოს ომში ჩართვა პარტნიორებს - როგორ აფასებს სამოქალაქო საზოგადოება ყოფილი პრემიერის განცხადებას?!

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას განაგრძობს - რა ბედი ელის ქვეყნის ევროპულ მომავალს და მოსალოდნელია თუ არა დეპოლარიზაცია?!

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ზედმეტი აჟიოტაჟი არ ატეხონ ბიჭვინთვის ანექსიის ირგვლივ - როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა პრემიერის განცხადებას ოკუპირებული რეგიონის შესახებ?! ● მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ევროპელი ლიდერებიც აღიარებენ - ეთანხმება თუ არა სამოქალაქო სექტორი მთავრობის მიერ აღიარებულ ეკონომიკურ პროგრესს?!

ეკა სეხნიაშვილის "დროულ კითხვებს" პასუხობენ: გურამ მაჭარაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, თეონა ჭალიძე, მამუკა ტუსკაძე და გრიგოლ გაგნიძე