დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მექსიკის ყურე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც ამერიკის ყურე და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს ექნება სახელი მაკკინლის მთა. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა“, – ნათქვამია აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევის შესახებ, მათ შორის, ინაუგურაციის დღეს. ამავე დღეს, 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.