1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა – დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია -ნიკა მელია
დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა – დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია -ნიკა მელია

დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა – დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია -ნიკა მელია

168
0

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით,  ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობა 3 თვე მიმდინარეობდა.

 

“ვიცი, რომ ათიათასობით ძალიან აქტიური ამომრჩეველი, სხვადასხვა გემოვნების, დღემდე ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადია მათთვისაც, თუ რა იქნება გამოცხადებული, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი, ბუნებრივია, მათ ეს მოლოდინი აქვთ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ გვიკარნახა, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. ამ დრომდე იყო რთული გზა, რომელიც გამოვიარეთ.

3 თვე მიმდინარეობდა საუბრები, მოლაპარაკებები. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა ერთობა, ადამიანური ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა ისედაც გვქონდა და გვექნებოდა, უბრალოდ, გამოვდიოდით იმ მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი ორი გუნდის გაერთიანებას ექნებოდა ენერგია და ოქროს გასაღები მძიმე ფონის, ნიჰილიზმის გარღვევაში. დღეს თუ რამე არის დასამარცხებელი, ეს არის ნიჰილიზმი და უიმედობა. დღეს თუ რამე გვჭირდება, ეს არის გამარჯვების რწმენა. დავიჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელი არის. არ არის აუცილებელი ფული, რომ მანკიერება დაამარცხო. მჯერა, რომ ჩვენ ამის გვჯერა. მიხარია, რომ დღევანდელი დღე დადგა”, – განაცხადა მელიამ.