1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. დღეს სტრასბურგში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ
დღეს სტრასბურგში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ

დღეს სტრასბურგში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ

60
0

ევროპარლამენტარები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის კრიტიკას განაგრძობენ – ისევ ისმის მოწოდებები კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

სტრასბურგში დღეს დებატები გაიმართება, რომლის მონაწილეებსაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პოზიცია გამოხატონ.

დებატებს გახსნის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, მის შემდეგ კი ჩაწერილია 15 ევროდეპუტატი. დებატების სახელწოდება არის „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახლა წარმოდგენის მცდელობა და შეზღუდვები სამოქალაქო საზოგადოებაზე“ – ანუ მასში ფიგურირებს სიტყვა „აგენტი“, რომელიც არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, მათი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მათივე თქმით, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს.