1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის – პრემიერი
ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის – პრემიერი

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის – პრემიერი

63
0

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა.

მისივე განცხადებით, სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში და არ შეიძლება მაგალითად რასა იუკნევიჩიენე წარმოადგენდეს ევროკავშირს.

„თქვენ გახსოვთ 3 რეზოლუცია, სადაც ისინი კეზერაშვილს აცხადებდნენ მაგალითად საწყალ დევნილად, სადაც აცხადებდნენ სააკაშვილს და გვარამიას პოლიტპატიმრებად და სადაც ითხოვდნენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა არავითარი ფასი აღარ აქვს საზოგადოების თვალში ევროპარლამენტის რეზოლუციებს.

სამწუხაროდ სიცრუე ფართოდ არის გამჯდარი ოდიოზურ ევროპარლამენტარებში, რომლებიც საბოლოო ჯამში ახერხებენ საკუთარი რეზოლუციების გატანას. ეს არის უკიდურესად არა ევროპული მოვლენა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ევროპა მოახერხებს და დაძლევს ასეთი ტიპის პრობლემებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ სახეზეა. ჩემთვის აქვს ფასი სიმართლეს, ფაქტებს და არგუმენტებს. როდესაც ვხედავთ სიცრუეს, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ქართველი თუ უცხოელი, სიცრუე არის სიცრუე.

შესაბამისად, ერთადერთი რასაც აქვს ჩვენთვის ფასი ეს არის სიმართლე, ეს არის ფაქტები, არგუმენტები. როდესაც კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება. როდესაც საუბრობენ „დებიძინიზაციაზე“, რა თქმა უნდა, ამასაც ვერავითარი ფასი ვერ ექნება, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე, რასა რომელიც არის ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟი. არ შეიძლება ასეთი ადამიანები დღეს წარმოადგენდეს ევროკავშირს”, – აღნიშნა პრემიერმა.