1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჩვენი საერთო სირცხვილია, რომ ნონა წოწორია ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში”-ირაკლი კობახიძე
“ჩვენი საერთო სირცხვილია, რომ ნონა წოწორია ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში”-ირაკლი კობახიძე

“ჩვენი საერთო სირცხვილია, რომ ნონა წოწორია ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში”-ირაკლი კობახიძე

439
0

ასეთი ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს უწოდებს ბრბოს, იყო სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე. ის გააგზავნა „ნაცმოძრაობამ“, ადეიშვილმა პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ. რა ღირებულებები ჰქონდა ამ ხალხს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ზოგადად საკუთარი გადაწყვეტილების მიღების დროს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სირცხვილია, რომ ნონა წოწორია წარმოადგენდა საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში.

„ჩვენი სირცხვილია ის, რომ ქვეყნის, ჩვენი არა, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ის რეალურად ამ სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში. როდესაც ნონა წოწორია, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე არჩევს მოსამართლეებს მოლდოვაში, ეს არის მოლდოვისთვის რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემები ჩვენ გამოვიარეთ ცხრა წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს უდგას მოლდოვას. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს ე.წ შეფასების პროცესი, როგორ დასრულდა სასამართლოს წმენდით და შემდეგ სრული კონტროლის მოპოვებით სასამართლოზე სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან და ასეთივე პროცესში დღეს წოწორია არის ჩართული მოლდოვაში, რაც ძალიან მძიმეა ჩვენი მეგობარი მოლდოველი ხალხისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლემ, ნონა წოწორიამ „ფეისბუქში“ დაწერა: „ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა“.