1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ – მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ – მიხეილ სააკაშვილი

88
0
ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ადრე არჩეული ადამიანებიც უნდა დააბრუნონ და ყველა შეცდომა უნდა იყოს გამოსწორებული.
 
„მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში შეხვდნენ სოფო ჯაფარიძეს, მანამდე გიორგი ვაშაძეს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მუშაობს ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილიც წარმოუდგენლად კარგად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იქნა დაშვებული შეცდომები, ყველა შეცდომა აღმოიფხვრას. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან და დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ჩემს თავზე ვიღებ ხელმძღვანელობას, ჩემს თავზე ვიღებ იმას, რომ პარტიის რეიკარნაცია მოახდინონ, პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვისაც. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ.
 
მზად ვარ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ჩემს თავზე ავიღო ყველაფერი. ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებალდ ბოლომდე უნდა გავიაროთ. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ. მე ვიქნები ამის კოორდინატორი და გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.